შპს “სიდო” დაარსდა 2001 წელს.
ჩვენ ვაწარმოებთ სანიტარული ტექნიკის იმპორტს, რეალიზაციასა და საგარანტიო მომსახურებას საქართველოს ბაზარზე.
ამჟამად, გვაქვს სამი შოურუმი თბილისში.
ფირმის დაარსებიდანვე წარმატებულად ვთანამშრომლობთ ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა GROHE , STEINBERG,ALCAPLAST, SONIA, BALTECO, SALGAR, TUCAI, APPOLLO , ORANS.
გვქონდა ასევე ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც იყო IDO, POZZI GINORI, IFO, რომლებიც დღეს უკვე Geberit-ის ბრენდთან გაერთიანდა და დღეს უკვე მასთან ვაგრძელებთ თანამშრომლობას.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხის პროდუქცია და მისაღები ფასებია!